სიახლები

28-09-2017 მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი.ქუთაისი 2017

ქუთაისის ცენტრალური ბაღში მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება, რომელიც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა 14:00 საათზე ბრიტანელი მეცნიერების ჯგუფის Sientific Sue-სწარმოდგენით გაიხსნა.ფესტივალს ორგანიზებას გაუწია აკაკი წერეთლის უნივერსიტეტმა.მადლობა აწსუ–ს ასეთი ღირსეული და მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. სცენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქიმიური ნაერთები, რომელზეც ცდების ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო N19სკოლის კლუბის წევრებმა,რომელსაც აქტიურ პარტნიორობას უწევს ახალგაზრდულო ორგანიზაცია 'აკმე'. 'ბიოქიმია მომავლისათვის' ფარგლებში. მონაწილეებმა შეძლეს სახალისო ცდების ჩატარება კარავში.

ნანახია 1751-ჯერ